საჩოგბურთო სამყარომ მანოლო სანტანა დაკარგა

ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი – მანოლო სანტანა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას ავრცელებს მადრიდის „მასტერსის“ პრეს – სამსახური. უკანასკნელი წლების განმავლობაში მანოლო სწორედ ამ ტურნირის საპატიო პრეზიდენტი გახლდათ.

მადრიდის მასტერსის ცენტრალური კორტი სწორედ მანოლო სანტანას სახელს ატარებს.

საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მანოლომ 4-ჯერ მოიგო დიდი სლემის ტურნირი. ესპანელმა 1961 და 1964 წლებში ტრიუმფით დაასრულა „როლან გაროსი“, 1965 წელს ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა , ხოლო 1966-ში უიმბლდონის. სანტანამ ყველა ტიტული „ღია ერის“ დაწყებამდე მოიგო.

null

1963 წელს ლეგენდარულმა ესპანელმა როი ემერსონთან ერთად წყვილში მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა.
მანოლომ 1968 წლის ოლიმპიადაზე (მეხიკო) ორი მედლის მოგება შეძლო – ერთეულთა თანრიგში ოქრო მოიპოვა, ხოლო წყვილებში ვერცხლი.
1984 წელს სანტანა ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

null

„თქვენ ყოველთვის დარჩებით ჩემთვის განსაკუთრებულ ადამიანად. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – 1000 მადლობა თქვენ იმისთვის რაც გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ გაკვალეთ გზა სხვა ესპანელი ჩოგბურთელებისთვის.

მანოლო სანტანა იყო ჩემი კერპი, მეგობარი და ახლობელი ადამიანი არამხოლოდ ჩემთვის, არამედ მტელი ჩემი ოჯახისთვის“ – დაწერა რაფაელ ნადალმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

Leave a comment

Your email address will not be published.