არგენტინის ქალაქ სან მიგელ ტუკუმანში დასრულდა 25 000 -იანი ჩელენჯერი ქალთა შორის, რომლის გამარჯვებული 14 წლის ბრენდა ფრუხვირტოვა გახდა. ფინალურ მატჩში ჩეხმა თინეიჯერმა 6:3 1:6 6:4 მოუგო ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ პაულა ორმაეჩეას.
ბრენდამ კარიერაში მესამედ ითამაშა ITF-ის ტურნირზე და მეორე ტიტული მოიგო. გასულ კვირას მან ტუკუმანი 1-ის ტურნირის მოგებაც მოახერხა.
ბრენდა ფრუხვირტოვა ჩოგბურთის ისტორიაში უკვე შევიდა, რადგან 14 წლის ასაკში, 2 კვირაში 2 ტურნირი ჯერ არავის ქონდა მოგებული.
ტუკუმანი 1
1 რაუნდი ფრუხვირტოვა – ტონა 6-2 7-5
1/8 ფინალი ფრუხვირტოვა – პაირე 6-1 6-3
1/4 ფინალი ფრუხვირტოვა – ავანესიანი 4-6 6-4 6-2
1/2 ფინალი ფრუხვირტოვა – ორმაეჩეა 6-1 4-6 6-4
ფინალი ფრუხვირტოვა – ალვეში 6-3 6-3
ტუკუმანი 2
1 რაუნდი ფრუხვირტოვა – პრაისი 6-0 6-0
1/8 ფინალი ფრუხვირტოვა – გერლაჩი 6-1 6-1
1/4 ფინალი ფრუხვირტოვა – გატიკა 6-2 6-3
1/2 ფინალი ფრუხვირტოვა – მანდლიკი 6-4 6-4
ფინალი ფრუხვირტოვა – ალვეში 6-3 1-6 6-4