სენეგალის მთავრობამ ნაკრების წევრებს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. ეს აფრიკის თასის მოგებისთვის… სენეგალმა ხომ ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტიტული. სადიო მანე კი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„ფეხბურთელები და მთლიანად პერსონალი სენეგალის დედაქალაქ დაკარში 200-200 კვადრატულ მიწის ფართობს, ასევე დიამნიადოში 500 კვადრატულ მიწის ფართობს მიიღებენ საჩუქრად. ასევე, 50 მილიონი დასავლეთაფრიკული ფრანკი (76 ათასი ევრო) გადაეცემათ“ – ესაა სენეგალის მთავრობის განცხადება (Afcon).
გარდა ამისა, მთავრობამ ერთი უქმე დღე გამოაცხადა… ზეიმის აღსანიშნავად.