დღეს საბოლოოდ გაირკვა: იტალიის კლუბი კიევო ოფიციალურად გაუქმდა. ბოლოს სერია ბ-ში გამოდიოდა, მაგრამ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობების გამო სერია დ-ში დააქვეითეს. დრო მიეცათ, მაგრამ საჭირო დოკუმენტები ვერ შეაგროვეს და კლუბი დე-ფაქტო გაუქმებულად გამოცხადდა…
კიევო ქალაქ ვერონას კლუბი იყო. ამ საუკუნემდე ბევრმა არ იცოდა მათი არსებობის შესახებ (იტალიის გარეთ), მაგრამ იყო ერთი საოცარი პერიოდი… 2001 წელს კიევო სერია ა-ში გადავიდა და კარგა ხანს ლიდერობდა! დიახ, მე-11 ტური იყო და ლიდერი იყო პატარა კიევო – ღარიბი კლუბი, ახალგაზრდული შემადგენლობით… საბოლოოდ, მეხუთეზე გავიდნენ.
მწვრთნელი იყო ლუიჯი დელნერი, რომელმაც მერე იუვენტუსშიც იმუშავა.
მეკარე ლუპატელი 10 ნომრით… მომავალი მსოფლიო ჩემპიონი სიმონე პეროტა, უსწრაფესი ფლანგელები: კრისტიან მანფრედინი და ბრაზილიელი ერიბერტო, რომელსაც თურმე 6 წელია ჰქონია გადაკეთებული და ეს ლაციოში გადასვლის მერე გაირკვა.
გამოირჩეოდა მცველი ნიკოლა ლეგროტალიე (მერე იუვენტუსშიც გახლდათ), ფორვარდები მასიმო მარაცინა და ბერნარდო კორადი, რომელმაც იტალიის ნაკრებშიც ითამაშა.
მოკლედ, საწყენი ამბავია.