სევილიაში გლაზგო ათუხთუხდა

დღეს საღამოს ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს სევილიაში რეინჯერსი და აინტრახტი დაუპირისპირდებიან. ქალაქში კი უკვე გუშინ დიდი მხიარულება იყო. თუმცა ქომაგები მთელი მსოფლიოდან ისევ ემატებიან და ემატებიან. ვარაუდობენ, რომ მატჩის დაწყებისთვის ქალაქში დაახლოებით 100 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბება.

Calum Campbell, 26, travelled from Strathaven to Seville with pals for the game

რეინჯერსის ფანები დროს უქმად არ კარგავენ. უკვე მოედნენ ადგილობრივ ბარებსა და რესტორნებს. სევილიაში შესანიშნავი ამინდია და ფანტანებში ჭყუმპალაობასაც არ ერიდებიან.

ვარაუდობენ, რომ სტადიონზე 20 ათასი შოტლანდიელი ქომაგი მოიყრის თავს, დანარჩენები კი პაბებსა და ქუჩებში დადგმულ დიდ ეკრანებზე მიადევნებენ მატჩს თვალს.

თბილისის დროით თამაში 23 საათზე დაიწყება.

Rangers will by fighting for their first European Trophy since 1972Rangers will face Eintracht Frankfurt in the UEFA Europa League final on Wednesday

Leave a comment

Your email address will not be published.