სეზონის საუკეთესო მატჩი და გამარჯვება ოვერტაიმში

NBA-ს პლეიოფში, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პირველად, მეშვიდე გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.

„მილუოკიმ“ დრამატულ ბრძოლაში 115:111 დაამარცხა „ბრუკლინი“ და კონფერენციის ფინალში გააღწია.

შეხვედრის სტარტი მასპინძლებს უკეთესი გამოუვიდათ – „ნეთსის“ ლიდერები გაცილებით უფრო მაღალი პროცენტით ესროდნენ ბურთს მეტოქის კალათისკენ და ჯერ საწყისი მეოთხედი მოიგეს 28:25, ხოლო შემდეგ პირველი ტაიმი 53:47.

მატჩის პირველ ნახევარში კრის მიდლტონმა და ჯრუ ჰილიდეიმ ჯამში 11-ჯერ შეუტიეს მასპინძელთა კალათს და მხოლოდ ორჯერ ჩააგდეს ბურთი (ააცილეს ექვსივე სამქულიანი).

null

მეორე ტაიმი „მილუოკიმ“ 7:0 გაქცევით გახსნა და ლიდერობა მოიპოვა 54:53, ამუშავდა იანის ანტეტენკუმპო, რომელმაც სამწამიანი ზონიდან დაიწყო ქულების აკეფა.

კევინ დურანტის და ჯეიმს ჰარდენის კარგი თამაშის ფონზე „ნეთსი“ მეტოქეს 79:74 გაექცა, თუმცა მეოთხედის ბოლოს ისევ „ბაქსმა“ აიწყვიტა“ და უკანასკნელ პერიოდს 1 ქულიანი ლიდერობით შეხვდა 82:81.

მეოთხე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას.არაერთხელ შეიცვალა ლიდერი, დაძაბულობამ კულმინაციას კი უკანასკნელ წუთზე მიაღწია: სტუმრები 109:107-ს იგებდნენ, მატჩის გადასარჩენად კი „ბრუკლინს“ 6 წამი რჩებოდა.

null

შეტევაზე კევინ დურანტი გადავიდა, რომელმაც პერიმეტრზე ამოიწია და ლამაზ ტრიალში ბურთი კალათისკენ გაუშვა… ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა და ემოციებისგან კინაღამ დაინგრა BARCLAYS CENTER, თუმცა მსაჯებმა გადახედეს ეპიზოდს და დააფიქსირეს, რომ კევინის ფეხი მილიმეტრით ეხებოდა სამქულიანის ხაზს, შესაბამისად 109:109 და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებით 5 წუთეულში „მილუოკიმ“ ოდნავ უკეთ ითამაშა შეტევაშიც და დაცვაშიც – კრის მიდლტონის და იანის ანტეტენკუმპოს მიერ ჩაგდებული ბურთების წყალობით „ბაქსი“ ამჯერად 113:111-ს იგებდა, როდესაც კევინ დურანტმა ისევ საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და 3 ქულიანი გაუშვა, თუმცა ნატყორცნი „მოკლე“ გამოდგა და კონსტრუქციასაც კი არ შეხებია. ტაქტიკური თვალსაზრისით აღებული ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა ბრუკ ლოპესმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 115:111.

„ბაქსმა“ საპლეიოფო სერია 4:3 მოუგო „ბრუკლინს“ და კონფერენციის ფინალში გააღწია, სადაც „ატლანტა“/“ფილადელფიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება (სერიაში ანგარიში 3:3).

null

„მილუოკის“ რიგებიდან მოგებულ შეხვედრაში საუკეთესო იანის ანტეტენკუმპო გახლდათ 40 ქულით, 13 მოხსნით და 5 შედეგიანი გადაცემით.
23 ქულა+10 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა დააგროვა კრის მიდლტონმა, 19 ქულა ქონდა ბრუკ ლოპესს.

სრულიად ჩააგდო შეხვედრა ჯრუ ჰოლიდეიმ, რომელმაც 23 სროლის შემდეგ მხოლოდ 13 ქულა დააგროვა.

null

„ბრუკლინის“ რიგებიდან ფაქტობრივად ერთი კაცი იბრძოდა – კევინ დურანტი, რომელმაც 48 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ჯეიმს ჰარდენმა პერიმეტრიდან საშინლად ესროლა – 12 მცდელობიდან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო და მატჩი 22 ქულით დაასრულა.

ორმაგი დუბლი ქონდა ბლეიკ გრიფინს – 17 ქულა+11 მოხსნა.

„ნეთს“ ძალიან მცირე დააკლდა, რათა გაეგდო „მილუოკი“ საპლეიოფო სერიიდან, დიდი ალბათობით ეს „მცირე“ – კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც უკანასკნელი თამაშები ტრავმის გამო გამოტოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *