სენეგალი: აფრიკის ლომი!

სენეგალი აფრიკის ჩემპიონი გახდა. ეს პირველად მოახერხა ისტორიაში: აქამდე ორი ფინალი ჰქონდა წაგებული…

დრამატულ ფინალში სადიო მანემ და კომპანიამ ეგვიპტეს მოუგო. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი 4:2. სასწაული ემოციები იყო სერიის დროს.

სხვათა შორის, ბოლო პენალტი სწორედ მანემ გაიტანა, რომელმაც მე-7 წუთზე ვერ შეაგდო 11 მეტრიდან: მეკარე გაბასკიმ აუღო.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ ან ერთი ლივერპულელი უნდა გამხდარიყო ჩემპიონი, ან მეორე. სადიო მანე, ან მოჰამედ სალაჰი… ეგვიპტის ლიდერმა ცრემლებით დატოვა მოედანი.

და რა საინტერესოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი 5 აფრიკული წყვილიდან ერთ-ერთი სწორედ ეგვიპტე-სენეგალია. მარტში გაირკვევა, რომელი გავა. ცუდი წილისყრა იყო…

მანე კი ფინალამდე ამბობდა, მე ჩემს თავს ლომს ვადარებ, რომელმაც ტიტულები მოიგო, მაგრამ მაინც მშიერიაო.

 

Leave a comment

Your email address will not be published.