სენსაცია – ავსტრალია 1/8 ფინალშია!

ჯგუფში, სადაც საფრანგეთმა და დანიამ ითამაშა, 1/8 ფინალში ავსტრალია გავიდა. ეს სპორტი ამიტომაც გვიყვარს, რომ მოულოდნელობებითაა სავსე. კენგურუებმა ჯერ ტუინისი, შემდეგ კი – დანია დაამარცხეს და, სრულიად დამსახურებულად, 2006 წლის ისტორიული შედეგი გაიმეორეს – ჯგუფიდან გავიდნენ!

თამაშზე რა შეიძლება ითქვას? პირველ ტაიმში, დანია მეტს ეცადა (მოსაგები მათ ჰქონდათ), თუმცა რაიანს (ავსტრალიის მეკარე) თამაშში ჩართვა არ დასჭირვებია. მეორე ნახევარში, ავსტრალიელებმა იგრძნეს, რომ სკანდინავიელებთან უფრო თამამად თამაში შეიძლებოდა და ინიციატივა მათ მხარეს გადავიდა. პარალელურ შეხვედრაში, ტუნისმა საფრანგეთს გაუტანა, ავსტრალიას უკვე ფრე აღარ ჰყოფნიდა და იმ გოლიდან 2 წუთში, თითქოს გაიგეს, ავსტრალიელებიც დაწინაურდნენ! ბრწყინვალე კონტრშეტევის დროს, ლეკიმ მცველს თავბრუ დაახვია და კასპერ შმეიხელს გაუტანა.

მატჩიც ასე დასრულდა – ავსტრალია 1:0 დანია

მატჩის გმირი

ლეკი არა მხოლოდ გოლით გამოირჩა, არამედ მთელი მატჩი აქტიურობდა. მან დანიელ მცველებს ბევრი პრობლემა შეუქმნა და მისი სოლო რეიდების გამკლავება ძალიან რთული იყო. საერთოდ, ლეკი მშვენიერ ტურნირს ატარებს…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *