სენსაცია მხატრვულ ტანვარჯიშში, რომელმაც სკანდალი გამოიწვია (ვიდეო)

სენსაციურად დასრულდა ტოკიოში ოლიმპიადის ფინალი მხატვრულ ტანვარჯიშში. პირველად, 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის შემდეგ რუსებმა ოქროს მედალი ვერ მოიპოვეს. არადა, აშკარა ფავორიტები დები დინა და არინა ავერინები იყვნენ.

ოქროს მედლის მფლობელი კი, პირველად ისტორიაში ისრაელის წარმომადგენელი გახდა. ლინოი აშრამმა, რომელმაც ჯამში 107,800 ქულა დააგროვა პირველობა არავის დაუთმო. მას ოდნავ ჩამორჩა დინა ავერინა 107,650 ქულა. ბრინჯაოს მედალი კი, ბელარუს ალინა ჰარნასკოს ხვდა წილად – 102,700. დინას და არინა მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ყოველივე ამას რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირინა ვინერის სკანდალური განცხადება მოჰყვა.
“მსაჯობა ოლიმპიადაზე სამარცხვინო იყო. ჩემი გოგონები აშკარად ყველას ჯობდნენ. მსაჯები მათ თითქმის ერთი ქულით ნაკლებს უწირდნენ ვიდრე კვალიფიკაციისას.” – თქვა მან.

მთავარ მწვრთნელს მხარი აუბა დინა ავერინამაც – ჩემი ნამუსი სუფთაა. მე ხალიჩაზე მოვიგე. მინდოდა ეს ყოველივე გამეპროტესტებინა, მაგრამ მივხვდი, რომ არ ღირს.

ერთი სიტყვით რუსები განრსიხებულნი არიან. მსაჯების მიმართ ასეთი გამონათქვამების გამო კი, ვინერსაც და ავერინასაც სანქციები ელით.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *