სენსაცია სიკვდილის ჯგუფში – უნგრეთი 1:1 საფრანგეთი

ბუდაპეშტში “პუშკაშ არენაზე” F ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს უნგრეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები უპირობო ფავორიტები იყვნენ, მაგრამ მოულოდნელად ქულები დაკარგეს.

მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ფრანგები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, არაერთი საგოლე შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ტაიმის მიწურულს უნგრელმა ატილა ფიოლამ ანგარიში გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.

უნგრეთმა ანგარიშის შენარჩუნება 66-ე წუთამდე მოახერხა. უგო ლორისის შესანიშნავი გრძელი პასი კილიან მბაოემ უზადოდ დაამუშავა და ანტუან გრიზმანს გაატანინა. დარჩენილ დროში საფრანგეთის ნაკრები უდიდეს უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ უნგრეთმა ქულის ართმევა და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი სენსაციის მოხდენა მაინც მოახერხა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩი დღეს 20:00 საათზე გაიმართება, ალიანზ არენაზე ერთმანეთს პორტუგალია და გერმანია დაუპირისპირდებიან.

უნგრეთი 1-1 საფრანგეთი

გოლები: ფიოლა(45+2′); გრიზმანი(66′)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *