აია-არესი 12:13
აია: 2ლ – ფურცხვანიძე, კურტანიძე. ს – აბაშიძე.
სინბინი: გალდავა
არესი: ლ – ლომსიანიძე. 2ს,გ – თევდორაძე.
სინბინი: შუბითიძე
მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი
სენსაციურად დასრულდა ქუთაისური დერბი, რომელშიც “არესმა” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “აია” მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 13:12.
პირველი ტაიმი “არესმა” მოიგო – 7:5. თუმცა, “აიამ” შეძლო უპირატესობის მოპოვება და 68-ე წუთისთვის 12:10 იგებდნენ.
“არესს” გამარჯვება ბოლო წუთზე მგეზავის გიორგი თევდორაძის საჯარიმომ მოიტანა, რომელიც მატჩის საუკეთსო მორაგბედ აღიარეს.
ყოჩები-ლოკომოტივი 21:17
ყოჩები: 2ლ – საჯაია, ჭიჭინაძე. 3ს,გ – მალაღურაძე.
სინბინი: მარჯანიშვილი, მარშანია, ტატულაშვილი
ლოკომოტივი: 2ლ – დიდებულიძე, ბებიაშვილი. 2ს,გ – წიკალური
მსაჯი: შოთა თევზაძე
ძველი მეტოქეების ბოლნისის “ყოჩებისა” და “ლოკომოტივის” ბრძოლა ტრადიციულად მძიმე გამოდგა. რკინიგზელებმა, რომლებიც ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონები არიან, პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს და 14:10. მოგეს.
შესვენების შემდეგ კი, ყოჩებმა იმძლავრა. იმდენად, რომ მეტოქეს მონაგარის მხოლოდ სამი ქულით გაზრდის საშუალება მისცა. თავად კი, თერთმეტ ქულას მოუყარა თავი და წლეულს პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ლოკომოტივმა” ერთი საპრემიო ქულა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “ყოჩების” მესამეხაზელი ლაშა ფოფხაძე დაასახელეს.