სენსაციური დღე დიდი 10-ის მე-14 ტურში

ყოჩები-აკადემია 26:28
ყოჩები: 2ლ – ბრეგვაძე, მჭედლიშვილი. 4ს,2გ – მალაღურაძე
სინბინი: მჭედლიშვილი
აკადემია: 4ლ – ახობაძე (2), ივანიშვილი, ჯინჯოლავა. 2ს – მოძღვრიშვილი, მარგიანი. გ – მარგიანი
მსაჯი: საბა აბულაშვილი

დიდი 10-ის გათამაშების მე-14 ტურში ბოლნისის ყოჩებმა, რომელიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, მოულოდნელად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის აკადემიასთან – 26:28.

არადა ყოჩებმა პირველი ტაიმი 13:8 მოიგო და შესვენების შემდეგაც კიდევ მეტად დაწინაურდა. ყოჩები 66-ე წუთამდე კი 20:13 იგებდა. მატჩის ბედი თამაშის ბოლო რვა წუთში გადაწყდა. აკადემიამ ორი ლელო და ერთი საჯარიმო მიითვალა, რაზეც ყოჩებმა მხოლოდ ორი საჯარიმოთი უპასუხეს. სულ კი, აკადემიამ ოთხი ლელო გაიტანა, აქედან ორი გარემარბ მიხეილ ახობაძის ანგარიშზეა. მატჩის საუკეთესო მორაგბეც ის გახდა.

ბათუმი-აია 13:26
ბათუმი: ლ – ფერსელიძე. 2ს,გ – მ.ნინიძე.
სინბინი: ხ.ბუჯიაშვილი
აია: 2ლ – ლომიძე, საჯარიმო. 4ს – გ.ბაბუნაშვილი (2), აბაშიძე, ლომიძე.
სინბინი: სიმსივე, აბაშიძე
მსაჯი: გელა ლემონჯავა

პლეი ოფისკენ მიმავალ გზაზე ისევ წაიფორხილა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე წააგო ქუთაისის აიასთან – 13:26. აიამ პირველი ტაიმი 10:6 მოიგო. თუმცა, შესვენების შემდეგ, 53-ე წუთისთვის უკვე ანგარიშში წინ ბათუმი გავიდა – 13:10.

მასპინძლებმა მატჩის ბოლომდე მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს. აიამ კი, ერთი ლელო და სამი საჯარიმოს გატანა მოახერხა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ბათუმის მეორეხაზელი ნუკრი ფერსელიძე აღიარეს.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *