სერენა უილიამსი ფორბსის სიაში

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა “ფორსბის“ გამოქვეყნებულ რეიტინგში „2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები“ 85-ე ადგილი დაიკავა. ამერიკელი ჩოგბურთელი ერთადერთი სპორტსმენია ტოპ 100-ში.

გაცნობებთ, რომ წლის დასაწყისში შედგენილი რეიტინგის მიხედვით ა.შ.შ-ს ყველაზე მდიდარ ქალბატონთა შორის უილიამსმა 98-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სპორტსმენთა შორის 28-ე გახლდათ.

null

სერენას პროფილში მითითებულია, რომ მას დაახლოებით 20 კორპორატიული პარტნიორი ყავს. უილიამსმა ინვესტიცია ჩადო 66 „სტარტაპში“ და ამ მომენტისათვის გახლავთ ისეთი ცნობილი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრი როგორებიცაა Poshmark და Momentive.

2021 წლის ყველაზე გავლენიან ქალთა სიას სათავეში უდგას მაკენზი სკოტი – ფილანტროპი, მწერალი და Amazon_ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი. სიაში ასევე არიან ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მომღერლები რიანა და ბიონსე, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II,სცენარისტი ავა დუვერნეი.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი 2022 წლის პირველ გრანდ სლემზე არ დარეგისტრირდა – მიზეზი ცუდ სპორტულ ფორმაში ყოფნაა.

null

Leave a comment

Your email address will not be published.