სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა, ხვიჩა კვარაცხელისა ვიდეო დადო. ვიდეოში ლაციო – ნაპოლის ეპიზოდია, სადაც ხვიჩამ მეტოქე შესანიშნავი ფინტით მოატყუა და დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.
un po' di Kvara non fa mai male… pic.twitter.com/gowbN5Iti3
— Lega Serie A (@SerieA) November 29, 2022
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ წელის მცირე ტრავმის გამო, რამდენიმე მატჩი გამოტოვა. იგი ახლა სრულად გამოჯანმრთელდა და გუნდთან თურქეთში ემზადება.
ხვიჩამ ნეაპოლელთა მაისურით ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.