იტალიის სერია ა-ს იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ოსიმენი დასახელდა. 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ინტერთან ვერ შეაგდო, მაგრამ ორჯერ გაუტანა იუვენტუსს, თითოჯერ კი სამპდორიასა და რომას.
ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიასია. კვარა-ოსიმენის დუეტი მაგრად მუშაობს, შეუჩერებელია.
საუკეთესოს გულშემატკივართა გამოკითხვით ადგენენ, ოსიმენმა კი გაუსწრო პაულო დიბალას, ლაუტარო მარტინესს, ადემოლა ლუკმანსა და ლუის ალბერტოს. ეს ხუთეული იყო გამოკვეთილი.
ისე, ამ სეზონში მესამედ ხდება, რომ თვის საუკეთესო ნაპოლის ფეხბურთელი ხდება: აგვისტოში იყო ხვიჩა კვარაცხელია, სექტე,ბერში – კიმ მინ-ჟაე.