სერია ბოკემ მოიგო

ბრიტანელი ლომების სამხრეთაფრიკული სერია დასრულდა. სერიის ბოლო მატჩში ბოკემ ლომებს დაძაბულ ბრძოლაში 19:16 მოუგო. სერიაში კი, მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და 2023 წლის მსოფლიოს თასზე ისევ ექნება პრეტენზია ბებ ელისის თასი ზედიზედ მეორედ მოიგოს.

სიმბოლურია, რომ სერიაში გამარჯვების მომტანი საჯარიმო 37 წლის მგეზავმა მორნი სტეინმა გაიტანა. მანვე მოაგებინა ბოკეს 2009 წლის სერიაში. მაშინ სტეინმა სერიის მეორე შეხვედრაში, როცა ანგარიში 25:25 იყო, საჯარიმოთი მოაგებინა თავისიანებს. სერიის ანგარიში კი, 2:0 გახდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *