არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ლეო მესიზე ისაუბრა. აგუერომ განაცხადა, რომ მესის კიდევ შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.
“ვფიქრობ მესი თუ ასე გააგრძელებს თამაშს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს. ყველაფერი მენტალიტეტზეა დამოკიდებული. რამის თქმა რთულია, რადგან მუნდიალი 3 წელიწადში იქნება, თუმცა მაინც ვივარაუდებ, რომ მესი შესაძლოა მომდევნო ჩემპიონატზეც ვიხილოთ.
იმის დიდი შანსიც არის, რომ ლეო დაიღალოს და მუნდიალზე არ ითამაშოს. ამ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. შარშანდელ მუნდიალზე მან აჩვენა, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, ასე რომ წინასწარ არ ვიცით რა მოხდება.” – ციტირებს აგუეროს სიტყვებს Infobae.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები გახდა, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი კი სწორედ ლეო მესი.