არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მესი მას გაუბრაზდა. საქმე იმაშია, რომ სიტის ყოფილი ფორვარდი, საკმაოდ დიდი დოზით ალკოჰოლს იღებდა.
“ბევრს ვსვამდი და არ ვჭამდი. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ვიფიქრე, თუ რამე დამემართება დაე აქ დამემართოს. ლეო გაბრაზდა და მითხრა, რომ სმა შემეწყვიტა, თუმცა როგორ უნდა გამეკეთებინა ეს, ჩვენ ხომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. ძალიან ბედნიერი ვარ.” – ციტირებს აგუეროს სიტყვებს Tyc Sports-ი.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა, ლეო მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რაც შეეხება აგუეროს, მას გულის პრობლემების გამო კარიერის დასრულება მოუწია.