სერხიო რამოსი: ესპანეთი არ აგებს, ესპანეთი სწავლობს

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა. ფურია როხა პლეი-ოფში მაროკოსთან დამარცხდა. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი სერხიო რამოსმა გააკეთა.

“დღეს ისე როგორც არასდროს, ვამაყობ ჩვენი დროშით, ჩვენი ფეხბურთელებით და ჩვენი ნაკრებით. ესპანეთი არ აგებს, ესპანეთი სწავლობს. ესპანეთი წაიქცევა, წაბორძიკდება, მაგრამ ადგება და წინსვლას გააგრძელებს. ჩვენ გავძლიერდებით და დავბრუნდებით.” – განაცხადა რამოსმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდა, რამაც გულშემატკივართა დიდი ნაწილი გააკვირვა. სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო და ევროპის (2) ჩემპიონია. გამოცდილმა უკანახაზელმა ეროვნულ გუნდში 180 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *