ნიონში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს მეტოქე მადრიდის რეალი იქნება. ამ თემაზე ფრანგთა ახალწვეულმა სერხიო რამოსმა ისაუბრა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ რეალში გაატარა.
“ბედი არაპროგნოზირებადია. ყველამ კარგად იცით როგორ მიყვარს რეალი და რამდენს ნიშნავს ეს გუნდი ჩემთვის. უცნაური შეგრძნება მაქვს. რეალთან დაპირისპირება არ მინდოდა, მაგრამ ერთის მხრივ ბერნაბეუზე დაბრუნება საინტერესო იქნება.
მინდოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. რაც არ უნდა იყო ჩემი გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მზად ვარ პსჟ-სთვის თავი გავწირო.”-ციტირეს რამოსის სიტყვებს ESPN.
რამოსი რეალის ღირსებას 2006-21 წლებში იცავდა და გუნდის ლეგენდა გახდა. ბოლო 6 სეზონი იგი სამეფო გუნდის კაპიტანი იყო. გამოცდილ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა, თავისუფალი აგენტი გახდა და პსჟ-ს შეუერთდა. ტრავმების გამო სერხიომ პარიზელთა რიგებში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.