35 წლის გამთამაშებელმა სერხიო როდრიგესმა ინსტაგრამის საკთარ გვერდზე განაცხადა, რომ დაასრულა სანაკრებო კარიერა და ეროვნულ გუნდს ვეღარ დაეხმარება.
„დაუჯერებლი თავგადასავალი.
რამდენიმე დღე დავისვენე და ცივ გონებაზე მივიღე გადაწყვეტილება – დავასრულო სანაკრებო კარიერა. ნამდვილად არ იყო ადვილი ამის გაკეთება, თუმცა ამის დროც მოვიდა.
უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში უდიდესი სიხარულით ვთამაშობდი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. ვხდებოდი, თუ როგორ გამიმართლა ცხოვრებაში – მომეცა საშუალება ეროვნული ნაკრების მაისურით მეთამაშა.
ესპანეთის ნაკრებში ბრწყინვალე კალათბურთელებთან და მწვრთნელებთან მომიწია მუშაობა – ესეც ბედის საჩუქარია.
კაირერის დასაწყისში თუ რაიმე ოცნება მქონდა – ყველაფერი ავიხდინე საკალათბურთო მოედანზე. ეროვნულ ნაკრებში მე არამხოლოდ თანაგუნდელები მყავდა, არამედ ახლო მეგობრები. ვცდილობდი ყოველთვის რაღაც მესწავლა – როგორც მოგებული, ასევე წაგებული თამაშებიდან.
2000 წლიდან მოყოლებული, ყველა ზაფხულის დადგომა ჩემთვის სანაკრებო მატჩებთან ასოცირდება. ეროვნულ გუნდში თამაშმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია როგორც ჩემს საკალათბურთო კარიერაზე, ასევე ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში.
იყო ესპანეთის საკალათბურთო ოჯახის წევრი – ძალიან დიდი პატივია. იმედი მაქვს ჩემი საკალათბურთო კარიერით იმედები არ გაგიცრუეთ ესპანელ გულშემატკივრებს.
დიდი მადლობა’ – დაწერა სერხიო როდრიგესმა.
სერხიოს დებიუტი ესპანეთის ნაკრებში 2005 წელს ქონდა. როდრიგესმა ეროვნული გუნდის მაისურით 2012 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი, ხოლო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
როდრიგესმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 2015 – ში კი ევრობასკეტი.
სერხიომ 2007 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოპოვა, 2013 და 2017 წლების ევრობასკეტზე კი ბრინჯაოს მედლები.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობა ასევე დაასრულეს პაუ და მარკ გასოლებმა.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2021-ზე ესპანეთი ერთ ჯგუფში იმყოფება საქართველოს ნაკრებთან.
2022 წლის 3 სექტემბერს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.