იაპონურმა NHK-მ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, აკი (სექტემბრის) ბაშოზე ჰაკუჰო მონაწილეობას ვერ მიიღებს. დავწერეთ, რომ ამის საფრთხე იყო, რადგან მიაგინო-ბეიაში (ჰაკუჰოს კლუბი) კორონავირუსი მის 19 წლის თანაგუნდელს – ჰოკუსენჰოს დაუდგინდა. სუმოს მამებს ამ თემასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ, მიაგინო-ბეიაში, კიდევ ერთ რიკიშის – ჯურიოში (რანგით მეორე დივიზიონში) მოასპარეზე კიტა სეიჰოს კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა. ამის გამო, მიაგინო-ბეია სრულად კარანტინშია გადაყვანილი.
ამის შემდეგ, მონღოლ იოკოძუნას, ტერუნოფუჯის იმპერატორის თასზე ვინმე შეეცილება? – საეჭვოა.