სვეტისლავ პეშიჩმა სერბეთის ნაკრებში იგორ კოკოშკოვი შეცვალა

სერბეთის საკალათბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს – სვეტისლავ პეშიჩი. 72 წლის სპეციალისტმა თანამდებობაზე იგორ კოკოშკოვი შეცვალა.

null

პეშიჩი დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ეროვნულ ნაკრებში. 20 წლის წინ მისმა გაწვრთნილმა იუგოსლავიის ნაკრებმა ევრობასკეტ 2001 მოიგო, ხოლო 2002-ში მსოფლიოს ჩემპიონატი.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში სერბები 25 ნოემბერს ლატვიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 28 ნოემბერს ბელგიას. პეშიჩის ოფიციალური „დაბრუნებაც“ სწორედ იქ შედგება.

null

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ საბერძნეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიმიტრის იტუდისი დაინიშნება.
ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვანგელის ლიოლიოსმა განაცხადა, რომ უკვე შეათანხმეს კონტრაქტის დეტალები იტუდისთან და მხოლოდ „ც.ს.კ.ა“-ს თანხმობას ელიან.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრის იტუდისი ამჟამად მოსკოვის არმიული კლუბის მთავარი მწვრთნელია, „ც.ს.კ.ა“-ს ხელმძღვანელობა უარობს სანაკრებო ფანჯრის დროს ბერძენი სპეციალისტის გაშვებას ეროვნულ ნაკრებში, რადგან სანაკრებო მატჩები ევროლიგის ტურს ემთხვევა.

null

მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციას გეგმა B გააჩნია – თუ იტუდისს ნაკრებში არ გამოუშვებენ, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე საბერძნეთის ნაკრებს დროებით „აეკის“ მთავარი მწვრთნელი – სტეფანოს დედასი უთავკაცებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *