სიახლე: რობოტი-მსაჯი უკვე მზადაა

აბუ-დაბიში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ახალ ტექნოლოგიას ვნახავთ: „რობოტ-მსაჯს“… მათ შორის, ჩელსის მატჩზე.

ჩემპიონატი უკვე დაიწყო, 9 თებერვალს კი ნახევარფინალები იქნება: ერთ წყვილში ერთ-ერთი გუნდი ჩელსი იქნება, მეორე წყვილში ბრაზილიური პალმეირასი ელის მეტოქეს.

„რობოტი-მსაჯი“ ნახევარ წამში დააფიქსირებს თამაშგარეს. სისტემა 12 კამერისგან შედგება, რომელიც სტადიონის სახურავზეა დამონტაჟებული.

თამაშგარეს დროს სისტემა მაშინვე აძლევს სიგნალს VAR-ის მსაჯებს, ისინი კი მთავრ მსაჯს აცნობებენ.

ფიფაში ფიქრობენ, რომ თუ სისტემა წარმატებით იმუშავებს, ყატარში წლეულს მსოფლიო ჩემპიონატშიც გამოიყენებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *