სიახლე: ქართველი შემტევი კარლსრუეში?.. დღეს ისრაელს 3 გოლი გაუტანა!

ლუკა წულუკიძე გერმანულ კარლსრუეში? ჯერ თავიდან დავიწყოთ: წულუკიძე მარცხენა შემტევია, რომელმაც ისრაელი-საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ამხანაგურ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა სტუმრად 3:2 მოიგო.

ლუკა წულუკიძე 2004 წელს დაბადებულია. საბურთალოს აკადემიაში გახლავთ, შარშან საბურთალოს 19-წლამდელთა გუნდში იყო და ერთი მატჩი მთავარ გუნდშიც ჩაატარა. არა მხოლოდ ჩაატარა, დებიუტი გოლით აღნიშნა (შუქურასთან).

და კიდევ: დიდი შანსია, წულუკიძემ გერმანულ კარლსრუეში გააგრძელოს კარიერა. უფრო სწორედ, კარლსრუეს სტრუქტურაში იყო სტაჟირებაზე, მაგრამ კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ისე კი, ტრანსფერი რეალურია.

კარლსრუე მეორე ბუნდესლიგაშია. როგორც იცით, ამ გუნდში ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა.

საფეხბურთო კლუბ საბურთალოს ფოტო

Leave a comment

Your email address will not be published.