ბრაზილიელი ულტრასების ხასიათი ყველას მოეხსენება, თუმცა რაც გრემიო – პალმეირასის შეხვედრაში მოხდა, ამას მაინც არავინ ელოდა. გრემიო დაწინაურდა – სათქმელია, რომ მასპინძელთა რიგებში ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელები: რაფინია და დუგლას კოსტა თამაშობენ – რასაც მათ კარში საკამათო პენალტი მოჰყვა, შემდეგ კი, თამაშგარე მდგომარეობის გამო, გრემიოს გოლიც გაუუქმეს.
გრემიო ახლა რთულ სიტუაციაშია, ბოლოსწინა ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის. ულტრასები მოედანზე შეიჭრნენ, მსაჯმა და ფეხბურთელებმა ძლივს გაასწრეს, რის გამოც მათ ჯავრი მთლიანად ვარის კაბინაზე იყარეს.
Torcedores do Grêmio invadem o campo da Arena após a derrota para o Palmeiras e provocam quebra-quebra em campo. Confusão toma também as arquibancadas. pic.twitter.com/D9fOYmmXgO
— ge (@geglobo) October 31, 2021