სიგიჟე – ბუფონს ამერიკაში უნდა

ჯიჯი ბუფონი 44 წლის არის, თუმცა კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. 90min.com-ის ცნობით, მას კარიერის გაგრძელება MLS-ში სურს. ჯიჯის ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია, თუმცა მზად არის დაინტერესების შემთხვევაში ყველა წინადადება განიხილოს.

ბუფონს შარშან ზაფხულში იუვენტუსთან კონტრაქტი ამოეწურა და პარმას შეუერთდა. ლეგენდარულმა მეკარემ ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ჯიჯის პარმასთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

პარმა სერია ბ-ში 25 ქულით მე-13 ადგილზეა და უახლოეს ტურში პორდენონდეს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.