ეს 18 წლის მარლი ფრანსუაა. ინგლისური ბრისტოლის გარემარბი. ბრისტოლი ამხანაგურში ხვდებოდა პორტსმუთს, რომელსაც თამაშის დროს 3 კაცი დაუშავდა და 10 ფეხბურთელით დარჩა.
ამხანაგური იყო და კაცნაკლულებს რომ არ გაეგრძელებინათ და თანაბარი ძალები ყოფილიყო, ბრისტოლის მწვრთნელმა პორტსმუთელებს შესთავაზა, ჩვენი მარლი ფრანსუა დაიმატეთო. ასეც მოხდა, გადაიცვა ფრანსუამ პორტსმუთის მაისურა და ბოლო წუთზე… გოლი გაიტანა.
ამ გოლით 3:3 დააფიქსირა, თავის ნამდვილ გუნდს მოგება წაართვა.
(ვიდეოზე – ბოლო გოლი)