ზამბიელი მსაჯის ჯენი სიკაზვეს სახელ-გვარი ორი დღის წინ მთელმა მსოფლიომ გაიგო… მან აფრიკის თასზე მალი-ტუნისის შეხვედრა (1:0) დროზე ადრე დაასრულა. 85:11-ზე ჩასტვინა საფინალოდ. პროტესტის მერე გააგრძელებინეს,მაგრამ მაინც ადრე მორჩა: 89:52-ზე… არც დამატებული წუთები, არც არაფერი. ის 8 წამიც მოაკლო.
მაინც რა მოხდა? აფრიკის თასზე სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელმა ესამა აბდელ-ფატიჰმა ახსნა:
„სიკაზვე სითბური დარტყმისგან დაზარალდა. შეუძლოდ იყო. დაერღვა სივრცეში ორიენტაცია და დროის აღქმის შეგრძნება. მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეოთხე მსაჯს სურდა სიკაზვეს შეცვლა და თამაშის დასრულება, მაგრამ ერთ-ერთმა გუნდმა ამაზე უარი განაცხადა“ (Independent).
ეს თემა აღარ განავრცო მსაჯების ხელმძღვანელმა. მალელებს, ბუნებრივია, არ ენდომებოდათ თამაშის გაგრძელება. იგებდნენ და… საბოლოოდ მოიგეს კიდეც.