სიია კოლისი: ჩემს ცხოვრებაში უხვად იყო ალკოჰოლი, სტრიპტიზ კლუბები და პორნოგრაფია

სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი, მესამეხაზელი სიია კოლისი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა. მან ახლახან ავტობიოგრაფიული წიგნი Rise გამოსცა, სადაც გულახდილად საუბრობს თავისი ცხოვრების შავ-ბნელ წარსულზე.

“ზოგიერთებმა იციან როგორი ვიყავი წარსულში – მოგვითხრობს სიია კოლისი – წმინდანი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ცოდვილი ვარ და ყოველ დღე ვცდილობ უკეთესი გავხდე. როცა ჩემს ცხოვრებაში რამე ხდებოდა, მნიშვნელობა არ ქონდა, ცუდი იყო ეს თუ კარგი, ის ყოველთვის უკავშირდებოდა ალკოჰოლს. სასმელი ერთადერთი საშუალება იყო, გადამეტანა ესა თუ ის ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მინდა, ვიყო გულწრფელი. ხშირად მესმის, ძალიან ბევრი ბავშვი ამბობს, რომ უნდათ მე მგავდნენ. მათთვის სამაგალითო ვარ. თუმცა, მათ ჯერ არ იციან რა სირთულეებთან მოუწევთ ბრძოლა მომავალში. ზრდასრულ ასაკში ძალიან ბევრი მაცდური რამ ელით.

Siya Kolisi in training

 

ძალიან მინდა, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო ვინმე ისეთი, რომელიც ყველაფერს მომიყვებოდა და გამაფრთხიlებდა, დამანახვებდა, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ჩემს ცხოვრებაზე და როგორ ვებრძოლო მას. რთული გზა გავიარე და, მინდა, რომ მომდევნო თაობებმა არ გაიმეორონ ჩემი შეცდომები. მინდა, რომ ჩემი წიგნის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდნენ, როგორ აღუდგნენ წინ ისეთ ცდუნებას, როგორიც ალკოჰოლი და ნარკოტიკია.

იქამდე, სანამ პროფესიული მორაგბე გავხდებოდი სტრიპტიზ კლუბების ხშირი სტუმარი ვიყავი. ჩემთვის არც პორნოგრაფია იყო პრობლემა. არ მინდა წვრილად მოვყვე ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, ეს ყველაფერი ახალისებს გენდერულ ძალადობას. მე მყავს მეუღლე, და, ქალიშვილი – ამიტომ, ძალიან არ მინდა, რომ ისინი არათანასწორუფლებიანობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

 Siya and Rachel Kolisi look after the South Africa captain's two half-siblings from his mother

როცა 15 წლის ვიყავი, ვხედავდი, როგორ სცემდნენ დედაჩემს მამაკაცები, მაგრამ მაშინ დედას ვერაფრით ვეხმარებოდი. მაშინ უმწეო ვიყავი. ახალი კი, მინდა დავეხმარო სხვა ქალებს ძალადობასა და არათანასწორუფლებიანობასთან ბრძოლაში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *