ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს, დავიდ ჟინოლას 22 წლით უმცროსი შეყვარებული, 32 წლის მომხიბლავი მოდელი, მაევა დენატი ჰყავს. ძალიან საინტერესო გაცნობის ისტორია აქვთ. დავიდი საფრანგეთის ნაკრებში საქველმოქმედო მატჩს თამაშობდა, როცა უცებ მინდორზე დაენარცხა. მერე ექიმებმა თქვეს, ცხრა წუთი გული გაჩერებული ჰქონდაო. სამსაათიანი ოპერაცია ჩაუტარეს, შუნტირება გაუკეთეს და გადაარჩინეს. დაახლოებით დანიელი კრისტიან ერიკსენის მაგვარი რამ დაემართა.
სწორედ იმ დღეს გაიცნეს ერთმანეთი. მაევა ყვება: „დავიდი მისი სიკვდილის დღეს გავიცანი… საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი კანის ერთ-ერთ რესტორანში. ცოტა ვილაპარკეთ და დავიდი საქველმოქმედო აქციაზე წავიდა.
მარსელში დავბრუნდი და მეგობარი მირეკავს: გაიგე რა დაემრთა დავიდს, რა უქენიო? გავოგნდი, რა უნდა მექნა, ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მერე ერთმანეთი გადავკოცნეთ და დავშორდით მეთქი, – ვუპასუხე.
ძალიან ვნერვიუობდი, მის ახლობლებს თითქმის არავის ვიცნობდი და მიჭირდა ამბის გაგება როგორ გრძნობდა თავს.
მერე ჟინოლამ თქვა, ამ ქალმა ჩემი ცხოვრება შეცვალაო. შემდეგ გოგონაც შეეძინათ.
მაევა აგრძელებს: „მას შემდეგ, როცა სახლიდან გადის, ყოველთვის ვნერვიულობ, რამე რომ დაემართოს და შინ აღარ დაბრუნდეს, რა მეშველება მეთქი…“