ჩელსის ცენტრალურმა მცველმა ტიაგო სილვამ პოლ სქოულზს უპასუხა. მანჩესტერის ლეგენდამ ჩელსი – მანჩესტერამდე იმედი გამოთქვა, რომ რონალდუ ბრაზილიელს მარტივად გაუმკლავდებოდა.
“ყველაფერი მარტივია მათთვის, ვინც აღარ თამაშობს.”-განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა. სილვა ჩელსის წინა წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და დღეს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.
რაც შეეხება ჩელსი – მანჩესტერის დაპირისპირებას, მატჩი 1:1 დასრულდა, რონალდუ კი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო.
ჩელსი პრემიერლიგაში 30 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ მატჩს ვოტფორდთან გამართავს. რაც შეეხება სილვას, ბრაზილიელმა ამ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.