სილვას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს – ბრაზილიელის მომავალი გაირკვა

ლონდონის ჩელსი ტიაგო სილვას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. მოქმედი ხელშეკრულებით სილვა ჩელსიში ამ სეზონის ბოლომდე ითამაშებს, ახალი კონტრაქტით კი 2023 წლის ზაფხულამდე. ინფორმაცია ფაბრიციო დი რომანომ გაავრცელა.

სილვა ჩელსის შარშან ზაფხულში შეუერთდა, მას შემდეგ რაც პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურა. იგი გუნდს კარგად შეეწყო, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამ სეზონშიც მშვენიერ ფორმაშია. 37 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩელსის მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება არისტოკრატებს, ტუხელის გუნდი პრემიერლიგაში 36 ქულით მე-3 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში კი ბრიტანელებმა მე-2 პოზიცია დაიკავეს.

Leave a comment

Your email address will not be published.