სიმბოლურ ნაკრებში ისევ ორი ქართველია

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონტის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. მიდი ოლიმპიკმა ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში, ასევე ტრადიციულად, ორი ქართველი მორაგბე მოხვდა.

ამჯერად, საუკეთესოთა შორის სამი პირველხაზელიდან ორი ქართველია. ესენია: გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) და გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი). აღსანიშნავია, რომ ორივე პარიზული გუნდების ღირსებას იცავენ.

გიორგი მელიქის, სერგო აბრამიშვილისა და ვასილ კაკოვინის სტად ფრანსემ შინ დაამარცხა ბექა გორგაძისა და გურამ პაპიძის პო – 37:3.

მელიქიძე, რომელიც წლეულს თავის კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, იამავდროულად მოედანძე პაპიძე გამოჩნდა, გორგაძემ კი, სრულად ითამაშა.

სტად ფრანსე ახლა 42 ქულით მეორე ადგილზეა. პოს მდგომარეობა კი, კარდინალურად განსხვავებულია. ჩვენებურთა ეს გუნდი 27 ქულით მე-11 ადგილზეა.

გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის რასინგმა სტუმრად ფრედ ითამაშა ლევან ჩილაჩავას კასტრთან – 26:26. გოგოჩაშვილმა, რომელიც 56-ე წუთზე შეცვალეს, 45-ე წუთზე ლელო გაიტანა, ხარაიშვილი მეოდანზე 72-ე წუთიდამ გამოჩნდა, ჩილაჩავა კი, თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

რასინგს 37 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა, კასტრი 28 ქულით მეათეა.

Возможно, это изображение текст «9 15 D. LEYDS 14 BIELLE-BIARREY 13 P.-L. BARASSI 12 S. GUITOUNE 11 A. MULLER 10 A. GIBERT G. ROUET M. BAUDONNE P. BOUDEHENT E. ABADIE J. MARAIS E. MEAFOU G. MELIKIDZE M. IVALDI G. GOGICHASVHILI 7 le de la semaine 8 6 5 La Rochelle Bordeaux-Bègles Toulouse Toulouse Brive Racing 92 Bayonne Racing 92 La Rochelle Brive Bordeaux-Bègles Toulouse Stade français Stade français Racing 92 4 3 2»

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *