სიმეონემ ჩელსის შემტევს დაადგა თვალი

მადრიდის ატლეტიკოს შეტევის გაძლიერება სურს. როხიბლანკოს ახალი სამიზნე ჩელსის შემტევი ჰაკიმ ზიეჩია, რომლის დამატების ინიციატორი დიეგო სიმეონეა. აღსანიშნავია, რომ ზიეჩის დამატება მილანსაც სურს.

როხიბლანკოს მიზანი ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაა. ესპანელები რამდენიმე მოთამაშის დამატებას აპირებენ, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ჰაკიმ ზიეჩია.

ზიეჩი ჩელსიში შარშან ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. ლონდონელთა მაისურით მან 39 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *