სიმეონეს ახსნა – რატომ არ ჩამოვართვი ხელი კლოპს…

ატლეტიკო-ლივერპული 2:3. თამაშის  მერე დიეგო სიმეონე გასახდელისკენ გაიქცა და იურგენ კლოპს ხელი არ ჩამოართვა.

ბევრს გაუკვირდა, რადგან აქამდე ეს ორი მწვრთნელი თითქოს ერთმანეთის მიმართ სუთლ პატივისცემით იყო (მიუხედავად აშკარად განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიისა) და გუშინაც, მატჩის დაწყებამდე ერთმანეთს თბილად მიესალმნენ.

სიმეონემ თავის საქციელზე კომენტარი გააკეთა:

„ზოგადად არ მიყვარს თამაშის მერე ხელის ჩამორთმევის ტრადიცია. არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. ვიღაც ყოველთვის უკმაყოფილო რჩება თამაშითა და შედეგით.

…მათ სხვა კულტურა აქვთ. როცა კლოპს ვნახავ, რა თქმა უნდა, მივესალმები“ (AS)

კლოპის კომენტარი:

„ასეთი რამ ჩვენ არ მოგვწონს. ხელის ჩამორთმევა მინდოდა, თუმცა არაფერი განსაკუთრებული… შემდგომ შეხვედრისას მივესალმებით. სიმეონე გაბრაზებული იყო არა ჩემზე, არამედ თამაშზე. სხვა ვერაფერს დავამატებ“

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *