სიმონა ჰალეპი დაბრუნდა

Aug 11, 2021; Montreal, Quebec, Canada; Simona Halep from Romania hits a shot against Danielle Collins from USA (not pictured) during the second round play at Stade IGA. Mandatory Credit: Jean-Yves Ahern-USA TODAY Sports

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი – სიმონა ჰალეპი WTA TOUR-ს დაუბრუნდა. კანადის მასტერსის მეორე წრეში რუმინელი ჩოგბურთელი 6:2 4:6 4:6 დამარცხდა დანიელა კოლინზთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა. ჩოგბურთელმა ორ-ორჯერ მოიგეს საკუთარი ჩაწოდება 2:2.
მეხუთე გეიმიდან ჰალეპმა შეცდომებს უკლო და ვინერსებს მოუმატა, რისი წყალობითაც ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც 6:2.

null

მეორე პარტია ამერიკელმა ბევრად უკეთესად დაიწყო და ადრეული ბრეიკი შეასრულა 2:0. რუმინელმა დროულად მოახერხა გამოფხიზლება და ანგარიში გაათანაბრა 2:2.
კოლინზმა ისევ მოუმატა ტემპს და ძლიერი ჩაწოდების ფონზე წინ გავიდა 4:2.

მომდევნო 4 გეიმის განმავლობაში 4 ბრეიკი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დანიელამ სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 2:6 6:4.

მესამე, გადამწყვეტი სეტი უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა. ჰალეპი ორჯერ იგებდა ბრეიკიანი უპირატესობით – ჯერ 2:1, შემდეგ 3:2, თუმცა კოლინზმა ორივე შემთხვევაში სწრაფადვე შეძლო უკუბრეიკის შესრულება.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა მე-10 გეიმში 4 მატჩპოინტი ვერ გამოიყენა, თუმცა მეხუთე მცდელობით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა 2:6 6:4 6:4.

მატჩი 2 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. სიმონას ანგარიშზე 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა იყო. თავისმხრივ კოლინზმა 7 ეისის წილ ამდენვე ორმაგი შეცდომა დაუშვა.
შეხვედრის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელმა 22-22 ბრეიკპოინტი მოიპოვა და 7-7 ბრეიკის განხორციელება შეძლო. მატჩში გადამწყვეტი გამოდგა ფიზიკური გამძლეობა, რომელშიც ამერიკელმა მესამე სეტის ბოლოს აშკარად აჯობა დაღლილ მეტოქეს.

შეგახსენებთ, რომ ჰალეპმა 3 თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და ჯერ სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ვერ არის. მაისში რუმინელმა მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღ, რის გამოც მან დიდი სლემის ორი ტურნირი და ოლიმპიადა გამოტოვა.

ამერიკელმა დანიელმა კოლინზმა კი ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია 12-მდე გაზარდა და კანადის მასტერსის 1/8 ფინალში ჯესიკა პეგულიას შეხვდება.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *