კვირას, ინტერმა თავის სან სიროს სტადიონზე კომფორტული ანგარიშით 4:0 დაამარცხა კალიარი და 17 ტურის შემდეგ 40 ქულით სერია A-ს ცხრილს ლიდერობს.
თამაშის შემდეგ მილანელთა გახარებული თავკაცი, სიმონე ინძაგი გასახდელისკენ მიეშურებოდა, როცა უეცრად მოყინულ კიბეზე ფეხი აუსრიალდა და რომ არა იქვე მყოფი მისი თანაშემწე, რომელმაც უმალ შეაშველა ხელი, რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის.