სინერის დებიუტი ტოპ 10-ში

20 წლის იანიკ სინერმა ვენის ტურნირის 1/4 ფინალში 7:5 6:1 სძლია კასპერ რუუდს და ნახევარფინაის საგზური მოიპოვა. ამ გამარჯვების ფონზე იტალიელი თავის კარიერაში პირველად შევა რეიტინგის ტოპ 10-ში.

შეხვედრის სტარტზე, იანიკმა პირველივე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და მალე 2:0 დაწინაურდა. კასპერი დროულად გამოფხიზლდა და მეექვსე გეიმში შესრულებული უკუბრეიკით ანგარიშში წონასწორობა აღადგინა 3:3.

თითქოს სეტის ბედი ტაიბრეიკზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა 5:5-ზე სინერმა ზედიზედ 2 გეიმი მოიგო და მასთან ერთად პარტიაც – 7:5.

null

მეორე სეტის სტარტზე ნორვეგიელი ჩოგბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა – ზედიზედ 4 გეიმი წააგო და დიდი სხვაობით ჩამორჩა მეტოქეს. 20 წლის იტალიელმა მშვიდად შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა.

US OPEN-ის დასრულების შემდეგ სინერმა 14 გამართული მატჩიდან 13 მოიგო. დარბაზებში ჩატარებული 22 მატჩიდან იანიკმა ზედიზედ 11 მატჩი და 22 სეტი მოიგო.

იტალიელი ჩოგბურთელი ტურნირის ნახევარფინალში ფრენსის ტიაფოს შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:4 7:6 სძლია არგენტინელ დიეგო შვარცმანს.

null

ამერიკელი ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია – ფრენსისმა საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოახერხა ვენაში ნახევარფინალში გასვლა და გზად ტოპ 20-ის ორ ჩოგბურთელს სძლია (ციციპასი, შვარცმანი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *