სიონი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ბოლნისის სიონმა ეროვნული ლიგა 2 მოიგო. გიორგი დარასელიას გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე უშუალო კონკურენტი გაგრა 2:1 დაამარცხა, 81 ქულა დააგროვა, მეორე ადგილოსანს 9 ქულით გაასწრო და ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში მე-9 წუთზე გიორგი ივანიაძემ გახსნა, 18-ზე თამაზ მაქაცარიამ გაათანაბრა, ხოლო მატჩს წერტილი 38-ე წუთზე თომა ტაბატაძემ დაუსვა.

სიონი ეროვნულ ლიგაში ბოლოს 2019 წელს თამაშობდა და უძლიერესთა რიგებს 2 წლის შემდეგ დაუბრუნდა. აქვე გეტყვით, რომ სიონის გარდა ელიგაში აღზევების შანსი გაგრას და მარტვილის მერანსაც აქვთ, თუმცა მათ პლეი-ოფის თამაში მოუწევთ.

ფოტო: ბოლნისის სიონი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *