ბოლნისის სიონმა ახალწვეულები წარადგინა. ახალი სეზონიდან ბოლნისელთა ღირსებას ზაზა ციცქიშვილი, გიორგი გადრანი, გიორგი ჩოჩიშვილი, ოთარ კვერნაძე, ივან ფოცხვერია, რაფაელ დე ლა სოუზა, ლუკა ჩაგანავა, ანატოლი მესიაჩენკო, აბდულ აზიზ დუმბია და ანდრო ნემსაძე დაიცავენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის სიონმა 2021 წელს ეროვნული ლიგა 2 მოიგო და უძლიერეს 10 გუნდში თამაშის უფლება დაიმსახურა. ახალი სეზონის პირველ ტურში ბოლნისელები მოქმედ ჩემპიონ დინამო ბათუმს შეხვდებიან.
აქვე გთავაზობთ გიორგი დარასელიას ინტერვიუს, რომელიც Leadersport.ge-მ 2 კვირის წინ ჩაწერა.
ფოტო: ბოლნისის სიონის ფეისბუქ გვერდი