ომის გარშემო. ეს სპორტსმენების კომენტარები, ყველაზე მწვავე და ნაკლებად ტრაფარეტულები.
ვასილი უტკინი (რუსი კომენტატორი, ბლოგერი): არ ვიცი, რა გავაკეთო დღეს… რჩევასაც ვერ ვთხოვ ვერავის, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმეს შეუძლია რჩევა. უცუდესი დღე ცხოვრებაში. რეკორდი დამხობილია! ტკივილი და ძალის წართმევა – არ მეგონა, ჩემს ცხოვრებაში მსგავსი დღე თუ დადგებოდა. ჩემი პროგნოზით, უეფა უახლოეს პერიოდში კონტრაქტს გაწყვეტს გაზპრომთან, რომელიც ევროტურნირებს ასპონსორებს.
მირალემ პიანიჩი: ძალიან პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რას ნიშნავდა სირენების წივილი. როცა სირენის ხმა მესმის, საშინელი გრძნობა მეუფლება. ვიცი, რა გადახდათ ჩემს მეგობრებს. ბავშვები ამ კოშმარში არ უნდა ცხოვრობდნენ (ბოსნიელი პიანიჩი პატარა იყო, როცა ოჯახი ომს გამოექცა და ბავშვი ლუქსემბურგში გაიზარდა).
იგორ პლასტუნი (ლუდოგორეცის უკრაინელი ფეხბურთელი): მრცხვენია, რომ რუსული ენა ვიცი! აი ერთ დღესაც რუსები თავიანთი გემებით წავლენ ტრ…კენ.
თომას მიულერი: მხოლოდ სამი თვე გავიდა, რაც კიევში ვითამაშე. არ მჯერა, რომ ასეთი რამ ხდება. შეწყვიტეთ ომი!
არნოლდ შვარცენეგერი: უკრაინელ ხალხთან ერთად ვარ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. მოხიბლული ვარ თქვენი სიმამაცითა და ადამიანობით ამ კოშმარის წინააღმდეგ. ღმერთმა დაგიფაროთ! იმედი მაქვს, სულელური მოქმედებები დასრულდება. ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოებო, თქვენზე ვფიქრობ, მეგობრებო. თქვენ ჩემი გმირები იყავით და ახლაც ხართ.
მაქსიმ კალინიჩენკო: შავი დღეებია. ამ ყველაფერს ვერ ვუყურებ. ბოლომდე იმედი მქონდა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა, მაგრამ რა ხდება? ჩემი მეგობრები მეტროებში და გარაჟებში წვანან კატებთან ძაღლებთან, ვირთხებთან ერთად. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. დაცარიელებული ვარ. რა დაატრიალეთ, თქვე …! (კალინიჩენკო მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ ამბობს, რომ უკრაინელია და უყვარს თავისი ქვეყანა. უკრაინის ნაკრებში თამაშობდა)
რუსი ფეხბურთელებიდან? ორი ცნობილი მოთამაშის კომენტარია, ფიოდორ სმოლოვისა და ვასილი ბერეზუცკის. „შეწყვიტეთ ომი“ – საკუთარ სოციალურ გვერდებზე დაწერეს.