UFC-ს ფრანგმა მძიმე წონოსანმა, სირილ განმა, თავის ნიჭიერებაში ყველა დაარწმუნა, როცა MMA-ზე ვარჯიშის დაწყებიდან 3 წელში ამ სპორტის მწვერვალები დაიპყრო. ამ მოკლე დროში განმა დაუმარცხებლად იასპარეზა და მძიმე წონის დროებით ქამარსაც დაეუფლა. სრულფასოვანი ქამრის დასაკუთრებამდე კი სულ ცოტა დააკლდა – იგი ნგანუსთან მსაჯების გადაწყვეტილებით დასრულდა.
განის გაპოპულარულებასთან ერთად, სოც.ქსელში აქტიურად ვრცელდება ფრანგი მებრძოლის ვიდეობი, სადაც იგი კალათბურთს ძალიან კარგად თამაშობს. ძირითადად, პროფესიონალი სპორტსმენი, რომელიც კონკრეტულ სპორტში უმაღლეს დონეზე ასპარეზობს, სხვა სპორტში ვერ გამოირჩევა. ამას ვერ ვიტყვით განზე, რადგან ოქტაგონის მსგავსად, საკალათბურთ მოედანზეც გამორჩეულია მისი მოძრაობები, ტექნიკა და უნარები. ამაში შეგიძლიათ თქვენ თვითონაც დარწმუნდეთ:
განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ჩატენვები, რომლებიც NBA-ს ჩატენვების კონკურსსაც დაამშვენებდა: