სისულელე

ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტი, ჯეიმი კარაგერი, ბელგიის ნაკრების მეკარის, ტიბო კურტუას ემოციურ სიტყვებს დაეთანხმა, რომელმაც ერთა ლიგის მე-3 ადგილისთვის მატჩს სისულელე და მხოლოდ ფულისთვის თამაში უწოდა.

„შესანიშნავი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს კურტუამ. ყველაფერი მართალი ილაპარაკა. განსაკუთრებით მე-3 ადგილისთვის მატჩზე. ეს ხომ დროის ფუჭად ხარჯვაა“, – წერს სოც.ქსელში კარაგერი.

შეგახსენებთ, რომ კვირას, ტურინში, ერთა ლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში, იტალიის ნაკრებმა ბელგიისას 2:1 მოუგო.

See the source image

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *