სიტიმ ინგლისელი ვარსკვლავისთვის 88 მილიონი გამოყო

მანჩესტერ სიტი გაძლიერებას აპირებს. პეპ გვარდიოლას გუნდის ახალი სამიზნე ჯეკ გრილიშია. ქალაქელები მზად არიან ასტონ ვილას მის სანაცვლოდ 88 მილიონი ევრო გადაუხადონ. ბირმინგემელთა პოზიცია ჯერ უცნობია.

გრილიში პრემიერლიგის ერთერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. მისი დამატება რამდენიმე გრანდს სურს, თუმცა თავად ფეხბურთელის პოზიციაზე არაფერი თქმულა. წინა სეზონში გრილიშმა ასტონ ვილაში 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

გრილიში ევროპის ჩემპიონატზეც გახლდათ, სადაც 5 მატჩში 173 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუტანია. ბევრის აზრით გარეთ საუთგეიტს მისთვის უფრო მეტი დრო უნდა მიეცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *