სიტიმ იუვენტუსს ფეხბურთელი 50 მილიონად შეუფასა

იუვენტუსი შეტევის გაძლიერებას აპირებს. ბიანკონერის ახალი სამიზნე მანჩესტერ სიტის ფორვარდი გაბრიელ ჟეზუსია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ქალაქელები მზად არიან ბრაზილიელი ფორვარდი დათმონ იმ შემთხვევაში, თუ მისი მსურველი გუნდი 50 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ თემაზე ტურინელთა პოზიცია უცნობია.

ჟეზუსი სიტიში 2017 წლის იანვარში პალმეირასიდან გადავიდა. მალე მან სერიოზული პროგრესი განიცადა და დღეს გუნდის ძირითადის წევრია. 24 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *