სიტიმ ლიდერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მანჩესტერ სიტიმ რაიად მაჰრეზს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ძველი ხელშეკრულების თანახმად, ალჟირელი ქალაქელებში 2023 წლის ზაფხულამდე უნდა ყოფილიყო, განახლებული კონტრაქტით კი ფეხბურთელი სიტის ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს. ამ თემასთან დაკავშირებით დანარჩენი დეტალები უცნობია.

mahrezi

მაჰრეზი მანჩესტერ სიტიში 2017 წლის ზაფხულში ლესტერიდან გადავიდა. 31 წლის შემტევმა გვარდიოლას გუნდში პრემიერლიგა (3), FA თასი და ლიგის თასი (3) მოიგო. მაჰრეზმა წინა სეზონში 47 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ 2021-22 წლების სეზონში პრემიერლიგაში 93 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ ლივერპულს ქულით აჯობა და ჩემპიონი გახდა. ახალი სეზონის პირველ ტურში სიტი ვესტ ჰემს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.