სიტიმ ქინქლაძის გოლი გაიხსენა (ვიდეო)

მანჩესტერ სიტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 2 დღის წინ გიორგი ქინქლაძის გოლის ვიდეო დაიდო, გოლის, რომელიც ქართველმა შემტევმა ვესტ ჰემს გაუტანა. ამ გოლიდან ზუსტად 25 წელი გავიდა.

“1998 წლის ამ დღეს, ქინქლაძემ ვესტ ჰემის წინააღმდეგ ეს საოცარი სოლო გოლი გაიტანა!” – წერია ვიდეოს აღწერაში.

გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995-98 წლებში თამაშობდა და გულშემატკივრებისთვის დღემდე ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *