სიტი არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირს ყიდულობს

რივერ პლეიტის თავდამსხმელი ხულიან ალვარესი მალე მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი გახდება. ქალაქელები მასში 25 მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა ნახევარწლიანი იჯარით რივერში დატოვებენ.

მანჩესტერელები ბუენოსაირესელებს 21 წლის გარემარბში, რომელსაც არგენტინის ნაკრებში ხუთჯერ უთამაშია, 16 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ რივერი 21 მილიონს ითხოვდა. პირადი კონტრაქტის განხილვისას კი თანხა 25 მილიონამდე გაიზარდა. მყიდველი მხარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანხა პრობლემა არ არის.

2021 წლის არგენტინულ პრიმერა დივიზიონში, რომელიც 13 დეკემბერს დამთავრდა, ალვარესმა 18 ბურთი გაიტანა.

 

 

Julián Álvarez entra en la agenda del Nápoles | Fichajes.net

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *