მანჩესტერ სიტი ნაპოლის ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ადევნებს თვალს – გვამცნობს Daily Mail.
„ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის ყურადღება სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თამაშით მიიპყრო. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის მეორე ადგილს იკავებს სისტემაში „გოლი+პასი“. ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩამ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
21 წლის გარემარბი იტალიურ კლუბს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე თამაშობდა ყაზანის რუბინსა და ბათუმის დინამოში.
ნაპოლი იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილს 18 მატჩიდან 47 ქულით ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ნეაპოლელები ფრანკფურტის აინტრახტთან ითამაშებენ.“ – წერს გამოცემა.